ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დღეს, 14 ივნისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში,ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ,,საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა,,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმის გამოყენება“ გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო  და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატების მოსამართლეები და თანაშემწეები, აგრეთვე ანალიტიკური განყოფილების თანამშრომლები, მიესალმენ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და პროექტის უფროსი ოფიცერი, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენელი  გიორგი გიორგაძე.

მე-16 ოქმის განმარტება მინისტრთა კომიტეტის ადამიანის უფლებათა  კომიტეტის გადაწყვეტილებების მიხედვით – DH-GDR(2012)020, სუბსუდიურობის პრინციპის განმარტება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, პრაქტიკული რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნის ფორმულირებასთან დაკავშირებით, მუხლი 391 – სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანს უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანს უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, ამ თემებზე შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა ევროპის საბჭოს ექსპერტი ნინო ხაინდრავა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმი.

სამუშაო შეხვედრა, ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმის გამოყენება“ უზენაეს სასამართლოში ხვალაც გაგრძელდება, რომელსაც დაესწრებიან საერთო სასამართლოების, საქალაქო, სააპელაციო და რეგიონალური სასამართლოების მოსამართლეები, ანალიტიკური განყოფილებების წარმომადგენლები.

(http://www.supremecourt.ge)
14/06/2018